”ქართული ხმების” წევრს, დავით არჩვაძესა და მის მეუღლეს, ეთუნა ფარეხელაშვილს ტყუპები, გოგონა და ბიჭი – მარიამი და გიორგი შეეძინათ. პატარები გუშინ დილით, ”იმედის კლინიკაში” გაჩნდნენ.
დავით არჩვაძემ ტყუპების ფოტო ექსკლუზიურად ”არ დაიდარდოს” გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ორსულობისას პატარების სქესი არ გაარკვია და დაბადებამდე სიურპრიზად დაიტოვა. ტყუპები საკეისრო კვეთით გაჩნდნენ და დათო მათ გაჩენას თავად დაესწრო.
”დავინახე თუ არა პატარები, „იავნანა“ ვუმღერე, სწორედ ის „იავნანა“, რომელიც მათ დავუწერე და მთელი ცხრა თვე მუცლადყოფნისას ვუმღეროდი. შოკირებული ვარ დათო კობეშავიძესა და ”იმედის კლინიკის” გულისხმიერებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი პროფესიონალიზმისთვის”.
წყარო:http://ardaidardo.ge