ალტაიში თოვლის პენისმა შეყვარებულები მოკლა

რუსეთში ახალგაზრდა წყვილის მიერ გიგანტური თოვლის პენისის ფონზე სურათის გადაღების მცდელობა ტრაგედიით დასრულდა. „ქანდაკება“ მოულოდნელად წაიქცა და შეყვარებულები მოკლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიგანტური თოვლის პენისი ალტაის მხარის დასახლება მიხაილოვსკოეში ადგილობრივი სახერხე მეურნეობის წარმომადგენლებმა ააშენეს. მეტი სიმყარისთვის პენისის შიგნით ხის მორი მოათავსეს, ხოლო გარედან წყალი დაასხეს.
თუმცა ყველა ამ პროცედურის მიუხედავად, პენისი მაინც წაიქცა და შეყვარებულები რამდენიმეტონიანი თოვლის საფარის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები