სელინ დიონის მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა

73 წლის ასაკში სელინ დიონის ქმარი, მომღერალი და დიონის მენეჯერი, რენე ანჯელილი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაცია სელინ დიონის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ რენე სიმსივნესთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ანჯელილიმ რამდენიმე სამკურნალო კურსი გაიარა. ზფხულში დიონმა კარიერის დროებით შეწყვეტაზეც განაცხადა და ამერიკისა და აზიის კონტინენტზე დაგეგმილი ტურნეები გადადო, რომ ქმრისთვის მეტი დრო დაეთმო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 47 წლის სელინ დიონს 3 შვილი დარჩა – 14 წლის ვაჟი და 5 წლის ტყუპები.

12540297_1112442618800581_404653196_n

კომენტარები

სხვა სიახლეები