ნინი წიკლაური ამერიკაში გათხოვდა

მომღერალი ნინი წიკლაური ამერიკაში გათხოვდა.
ნინი რამდენიმე თვის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა კარიერული წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა, ამის პარალელურად, მომღერალმა არც პირადი ცხოვრება დატოვა უყურადღებოდ და გულისსწორიც მალევე იპოვა. ინფორმაცია წიკლაურის გათხოვების შესახებ თავად მომღერალმა გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სიახლეს ბევრი გამოხმაურება და მილოცვა მოჰყვა.
მომღერალმა მეორე ნახევრის ვინაობის საიდუმლოდ დატოვება ამჯობინა არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ მისი სამეგობროს დიდი ნაწილისთვისაც. თუმცა ნინი მეგობრებს ჰპირდება, რომ მათ მეუღლეს მალე გააცნობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები