ჰოლივუდის მსახიობმა პამელა ანდერსონმა თავისი მიკრობლოგის საშუალებით საზოგადოებას მძიმე სენთან – C ჰეპატიტთან ბრძოლის შესახებ მოუთხრო. ანდერსონი C ჰეპატიტით 2002 წელს, მორიგი ტატუს გაკეთებისას, დაავადდა. ბოლო 13 წელი კი მან დაავადებასთან აქტიურ ბრძოლას დაუთმო და დაავადებაზე გამარჯვება შეძლო.
„ახლახან გავიგე, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი. მე დავამარცხე C ჰეპატიტი. ვლოცულობ, რომ ყველას, ვისაც ეს დაავადება გააჩნია, მიეცეს საშუალება, სრული სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტაროს. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში C ჰეპატიტზე მკურნალობა მოსახლეობისთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდება“,- წერს პამელა ანდერსონი პირად ბლოგზე.
სხვა სიახლეები