ალექსანდრე ლაფშინი თოვლიან ბათუმზე: ჩემთვის ეს პირველი ნამდვილი ახალი წელი იყო (ფოტოკოლაჟი)

 რუსი ბლოგერი და მოგზაური  ალექსანდრე ლაფშინი ბათუმში ახალი წლის დღეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველი ნამდვილი ახალი წელი იყო.
„ეს იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი ახალი წელი ალბათ ბოლო ათი წლის განმავლობაში. იყო თოვლი, ნაძვის ხე და ფეიერვერკები. ამას კიდევ დაემატა პალმები და ტალღებიანი ზღვა და… საოცრება მივიღეთ. ბათუმში თოვლი ზუსტად 31 დეკემბერს მოვიდა, მანამდე კი მე ჯინსებით და თხელი პულოვერით დავდიოდი. მოულოდნელად ისეთი ძლიერი თოვლი წამოვიდა, რომ რამდენიმე საათში ქალაქი მთლიანად თეთრი გახდა. თოვლი კი აქ საკმაოდ იშვიათობაა და ყოველ წელს ნამდვილად არ მოდის. ამიტომ ბათუმელებს მანქანებზე საბურავები ზამთრის საბურავებით არ შეუცვლიათ. ამას კი სატრანსპორტო კოლაფსი და ავტოავარიები მოჰყვა. თოვლი პირველ იანვარსაც მოდიოდა. როდესაც მე აივანზე გავედი, მივხვდი, რომ სუპერმარკეტში მისასვლელად თითქმის ერთმეტრიან თოვლში გავლა მომიწევს. მას ხომ, პირველ იანვარს, არავინ გაწმენდს. და ეს ძალიან მაგარია!“ – წერს ალექსანდრე ლაფშინი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები