29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ზოგიერთი პრემიას მიიღებთ, ზოგს ხელფასს მოგიმატებენ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით; შეყვარებულებს კი – დაქორწინება.
კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. ცოტა გაბედულად უნდა იმოქმედოთ, თუ გამარჯვება გსურთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც დაუვიწყარ რომანში გადაიზრდება.
ტყუპი
კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისთვის, აგრეთვე – საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. პარტნიორებად მეგობრები და ახლობელი ადამიანები აირჩიეთ. მათივე დახმარებით გაიცნობთ სასიყვარულო პარტნიორს.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად; – საქმეებსა და ბიზნესში ცვლილებების შესატანად. პირად ცხოვრება გაგიმრავალფეროვნდებათ. უმრავლესობას დაუვიწყარი რომანის დაწყება ელის.
ლომი
გათავისუფლდით იმისგან, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიდათ. თუ წარსულ წყენას დაივიწყებთ, სასურველ შედეგს მიაღწევთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ქალწული
საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. კარგი დღეა ახალი საქმიანობის, ჰობის დასაწყებად.
სასწორი
დღეს თქვენთვის სრულიად უჩველო საქმიანობაში გამოცდით თავს. სიახლე წარმატებას გპირდებათ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით.
მორიელი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, მიმდინარე საქმეები. ზოგიერთს ხელფასის მომატება, ზოგს პრემიის მიღება ელის.
მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და გაანებივრეთ საკუთარი თავი ახალი შენაძენით. წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოს, შექებას მიიღებთ.
თხის რქა
საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. მარტოხელებს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელით.
მერწყული
იღბლიანი დღე გელით, – ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით დასრულდება. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ურთიერთობა საპირისპირო სქესთან.
თევზები
სასიამოვნო საქმიანობით დატვირთული დღე გელით. დღეს სასურველი პიროვნების ყურადღებას მიიქცევთ. საღამო სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები