აღმოსავლური კულტურის მკვლევარი ვიაჩესლავ რუზოვი თავის სტატიაში ბრძენი ინდოელების ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ წერს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, არსებობს საიდუმლო, რომელიც, უბრალოდ, საიდუმლოდ უნდა დატოვოთ და არასდროს ისაუბროთ ამის შესახებ.
პირველი – არ უნდა ისაუბროთ თქვენი შორს მიმავალი გეგმების შესახებ. სანამ თქვენი გეგმები არ განხორციელდება, მანამდე ხმა არ ამოიღოთ ამაზე, რადგან ჩვენი იდეები არასრულყოფილია და ამაზე წინასწარი საუბრით შესაძლოა, ყველაფერი გაფუჭდეს.
მეორე – არ არის საჭირო ისაუბროთ იმ ქველმოქმედების შესახებ, რომელსაც ეწევით. კეთილი საქმე ძალიან იშვიათია ამ სამყაროში, ამიტომ მას ისე უნდა მოუფრთხილდეთ, როგორც სიმდიდრეს. არ შეიქოთ თავი კეთილი საქმის კეთებისთვის. ამან შეიძლება ქედმაღალი გაგხადოთ, რაც ნამდვილად არ არის ადამიანის საუკეთესო თვისება.
მესამე – არ არის საჭირო თქვენი ასკეტურობის საქვეყნოდ ჩვენება, მაგრამ ნურც თქვენი დიეტის, ძილისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ ღიად და ბევრს ნუ ისაუბრებთ.
მეოთხე – რაც ასევე დუმილს იმსახურებს, თქვენი სიმამაცე და გმირული საქციელია.
მეხუთე – რის შესახებაც არ უნდა ისაუბროთ, არის თქვენი ამაღლებული სული. თქვენი სულის სიმაღლე და ბრწყინვალება არის მხოლოდ თქვენი და არ უნდა დაუთმოთ არავის. მხოლოდ მაშინ გამოუშვით სხივები თქვენგან, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ.
მეექვსე – საკითხი, რომლის შესახებაც ასევე არ უნდა ისაუბროთ, არის თქვენი ოჯახური კონფლიქტები და ოჯახური ცხოვრება. დაიმახსოვრეთ: რაც ნაკლებს ისაუბრებთ თქვენი ოჯახის პრობლემებზე, მით უფრო სტაბილური გახდება თქვენი ცხოვრება.
მეშვიდე – ის, რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ულამაზო სიტყვებია, რაც კი ოდესმე სადმე გსმენიათ. ქუჩაში სიარულის დროს იჭუჭყიანებთ როგორც ფეხსაცმელს, ასევე გონებას. ადამიანი, რომელიც ქუჩაში მოსმენილ ბინძურ სიტყვას სახლში იტყვის, დაემსგავსება მას, ვისაც სახლში შემოსვლისას ფეხსაცმლით შემოაქვს სიბინძურე.
სხვა სიახლეები