2010 წელს, 30 წლის შემდეგ სიკვდილის შემდეგ, მუსიკოსი ჯონ ლენონი ავტომობილის Citroën DS3-ის სარეკლამო კლიპში გადაიღეს. ანიმატორების ოსტატობის დამსახურებით ჯონ ლენონი სარეკლამო რგოლში ძალიან ბუნებრივად აქებს ავტომობილს.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
„ბითლზის“ მუსიკოსის გარდა, Citroën-ის ავტომობილით მერლინ მონრომაც გაისეირნა. გარდაცვლილი მომღერალი და მსახიობი კომპიუტერული გრაფიკით „გააცოცხლეს“. მისი ხმის კომპილირება კი მრავალრიცხოვანი ვიდეომასალის გამოყენებით მოხდა. გარდა ამისა, მონროს ვირტუალური ორეული Dior-ის რეკლამაშიც გამოჩნდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
საკულტო ფილმის „საუზმე ტიფანისთან“, ვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნი კი პოპულარული ბრიტანული შოკოლადის Galaxy-ის რეკლამაში მოგვევლინა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
ლეენდარული მუსიკოსი კურტ კობეინი თავის ამპლუაში აგრძელებს ყოფნას და არ არეკლამებს არაფერს, გარდა ერთი ვიდეოთამაშისა – Guitar Hero, სადაც მოთამაშეები შეძლებენ, დაუკრან მისი კომპოზიციები და იმღერონ ჯგუფ Nirvana-ს ცნობილი ჰიტები.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
2012 წელს რეპერმა Tupac-მა, რომელიც 1996 წელს სროლის შედეგად მოკლეს, სრული კონცერტი სხვადასხვა ცნობილ არტისტთან ერთად ჩაატარა და შემდეგ ტურნეშიც კი მიიღო მონაწილეობა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Billboard Music Awards-ის ცერემონიაზე, რომელიც ლას–ვეგასში გაიმართა, მაიკლ ჯექსონი ჰოლოგრამის მეშვეობით გაცოცხლდა. “ჯექსონმა” ცნობილი “მთვარის გასმებიც” შეასრულა. ჯექსონს ჰოლოგრამა, ანუ მოძრავი ფოტოგამოსახულება Billboard Music Awards-მა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
და ბოლოს, ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება“, რომელიც 15 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ჰოლოგრამის მეშვეობით გაცოცხლებული მუსიკოსი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]