ერთ კვირაზე ცოტა მეტი რჩება ახალი წლის დადგომამდე და იმისათვის, რომ მოხდენილად შევხვდეთ 2015 წელს და დღესასწაულებს
კეფირის დიეტით ერთ კვირაში 4-დან 6 კგ-მდე დაიკლებთ.
პირველი დღე – 1,5 ლ კეფირი და 5 მოხარშული კარტოფილი;
მეორე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი (უკეთესია თეთრი ხორცი);
მესამე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მჭლე ხორცი (ხბოსი ან საქონლის);
მეოთხე დღე – 1,5 ლ კეფირი და 100 გრ მოხარშული თევზი.
მეხუთე დღე – 1,5 კეფირი, პლუს ბოსტნეული და ხილი (გარდა ყურძნისა და ბანანისა).
მეექვსე დღე – 1,5 ლ კეფირი.
მეშვიდე დღე – მინერალური წყალი ნებისმიერი რაოდენობით.
ყველა პროდუქტი უნდა იყოს მარილისა და შაქრის გარეშე მომზადებული. დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული თვეში ერთ კვირაზე მეტხანს.
კეფირის დღიური ნორმა უნდა სვათ თითო ჭიქით 3-4 საათის ინტერვალებით.
არ არის აუცილებელი, კეფირი იყოს ერთგვაროვანი. შეგიძლიათ, მაგალითად, დილით დალიოთ ჩვეულებრივი, უცხიმო, შემდეგ ბიფიდოკეფირი, ხოლო საღამოს – ხილის.
დიეტის დროს არ არის რეკომენდებული ჩაი და ყავა.