2016 წელს წარმატების მისაღწევი სამი რიტუალი

თუ გსურთ, 2016 წელს წარმატებული და ბედნიერი იყოთ, მხოლოდ რამდენიმე რიტუალი უნდა შეასრულოთ.

 სწორად მორთეთ ნაძვის ხე

სასურველია, სათამაშოებისა და “წვიმის” გარდა, ნაძვის ხეზე კანფეტებიც დაჰკიდოთ. ამ რიტუალს დიდი ხნის ისტორია აქვს. დღესასწაულის დასრულების შემდეგ კანფეტები ბავშვებს დაურიგეთ.

 ბრინჯი ქოთანში

მცენარის ქოთანში ცოტა ბრინჯი ჩაყარეთ. მარცვლეული არ გადაყაროთ, მთელი წლით დატოვეთ. თუ მცენარემ ყვავილი გამოიღო, 2016 წელს მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ.

ლენტი ცოცხზე

სიმდიდრის მოსაზიდად ახალ წლამდე ახალი ცოცხი შეიძინეთ. ბინის ნებისმიერ კუთხეში ტარით ქვემოთ დადეთ და რომელიმე ფერის ლამაზი ლენტი შემოახვიეთ. ლენტის ფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული: თუ მომავალ წელს მუშაობის დაწყება გსურთ, ცისფერი მოახვიეთ, წითელი – შემოსავალს გაგიზრდით, თეთრი კი ძველი ვალის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ლენტი დღესასწაულების გავლის შემდეგ მოხსენით და ცოცხი ჩვეულებრივად გამოიყენეთ.

წყარო: astrologi. ge

კომენტარები

სხვა სიახლეები