ფეისბუქის მომხმარებელი ია გოშაძე სოციალურ ქსელში მოხუცი ცოლ-ქმრის ფოტოს და გულისამაჩუყებელ ამბავს აქვეყნებს.
“ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა… ვერ წყნარდებოდა, სოფლიდან ვართ, გზა არ იცისო… ვერც ურეკავდა, რა ეცვა, იმასაც ვერ იხსენებდა… დაახლოებით, ნახევარი საათის მერე იპოვეს ერთმანეთი და მივარდა ტირილით, რას მანერვიულეო. ბაბუა იცინოდა: რა იყო, ქალო, 6 წელი კი მადევნინე თავი უკრაინაში და ახლა შენ მეძებეო…მერე მომიტრიალდა და მითხრა: იცოდე, პატარას და მოხუცს ჩვილის გული აქვთო.
დაგვლოცეს და წავიდნენ”.