ოდრი ჰეპბერნის ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი

“კვირა +” გთავაზობთ, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ოდრი ჰეპბერნის ჯანსაღი ცხოვრების 5 წესს, რომლის შესახებაც, ოდრის უმცროსი შვილი, ლუკა დოტი, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას უყვება.1415742_441671022694955_1451203098_n
როგორც ლუკა დოტი აცხადებს, ოდრის ჯანმრთელი ცხოვრების ფილოსფია ეყრდნობოდა არა მხოლოდ იმას, რისი კეთებაც სწორი იყო, არამედ იმას, რაც მას ბედნიერს ხდიდა.
მაშ ასე, ოდრი ჰეპბერნის შეხედულება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ასეთი იყო:

წესი 1. მიიღეთ ბევრი წყალი.
ოდრი ყველას უჩიჩინებდა, რომ მიეღოთ, რაც შეიძლება მეტი წყალი. თავადაც ბევრ წყალს სვამდა და ბევრ ბოსტნეულს იღებდა. ეს ყველაფერი მისი აღზრდის ბრალი იყო.
წესი 2. ხორცი იშვიათად მიიღეთ.
ოდრი ჭამდა ხორცს, მაგრამ ძალიან იშვიათად. მისი საკვების 80% ბოსტნეული და ხილი იყო.
12398892_441671019361622_2032901241_nწესი 3. არ შეგეშინდეთ ასაკის.
მას ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა თავის ასაკთან. არ ეშინოდა წლების მატების. რასაკვირველია, წუხდა ნაოჭებზე, გაჭაღარავებულ თმაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი იყო თავისი ასაკით.
წესი 4. კარტოფილი ხშირად მიირთვით. კარტოფილი მისი დიეტის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მისთვის კარტოფილი მნიშვნელოვანი საკვები იყო.
წესი 5. ისიამოვნეთ ცხოვრებისეული პატარა დეტალებით.
მისი გარეგნობა ძალიან პოზიტიური იყო. მას ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ იყო ახალგაზრდა გოგონა. ყოველთვის, როდესაც პოულობდა ახალ რამეს, ან მიდიოდა მაღაზიაში, ან იგებდა ახალ რეცეპტს,  იმდენად აღფრთოვანებული იყო, ნამდვილად პატარა გოგონა გეგონებოდათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები