რეალურად აღდგომა იგივე ქრისტეშობა არის 25 დეკემბერს, ნამდვილი ახალი წელი კი 21 მარტსაა, – ამის შესახებ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“კვირა +” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს მზე კვდება და 3 დღეში აღდგება მკვდრეთით. მზე იმყოფება ჯვრის თანავარსკვლავედის გასწვრივ, ანუ გაკრული ჯვარზე. დღეს ყველაზე კარგად ჩანს სირიუსი და სამი მეფის თანავარსკვლავედი. ის ვარკვლავი, რომელიც ჩანდა იესოს დაბადების დროს და დაინახეს მოგვებმა, იყო სირიუსი. მზე ყოველთვის იყო ღმერთი დასაბამიდან, ოღონდ მას უცვლიდნენ სახელებს – რა, კრიშნა, იესო, ალფა და ომეგა, დიონისე და ა.შ რეალურად აღდგომა, იგივე ქრისტეშობა არის 25 დეკემბერს. ნამდვილი დაბადება ესაა აქ სიკვდილი და იმ მარადიულ ქვეყანაში დაბადება. ჩვენ აქ წუთისოფლის სტუმრები ვართ, იქ კი არის მუდმივი სასუფეველი და ხდება სულის მიმოსვლა იქ და აქ, ისევ სულის განვითარებისთვის . აქაური სამყაროც იმართება იქიდან. დროს, რომელიც უკავშირდება რეალურ სიკვდილს და დაბადებას ღმერთისა ჩვენისა არის 21 – 25 დეკემბერი. სწორედ 25 დეკემბრის მერე იწყებს დღე მატებას, დიდდება დღე და გადავდივართ გაზაფხულის რეჟიმზე. ნამდვილი ახალი წელი კი 21 მარტსაა”, – წერს თორნიკე ბიძინაშვილი.
Prev Post
სხვა სიახლეები