“მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ” – ანჯელინა ჯოლის მიმართვა ქალებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც იგი მაკიაჟის გარეშეა წარმოდგენილი. იგი საკმაოდ ემოციური პოსტით, ყველა ქალს მიმართავს.
“მაკიაჟისა და ღიმილის მიღმა, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბევრი გოგონა მადევნებს თვალ-ყურს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ბუნებრიობაა სილამაზე. ხშირად მათ არ იციან, რომ ადამიანის გარეგნობის მიღმა ბევრი დიზაინერი, ვიზაჟისტი და ფოტოშოპია. ცნობილი ადამიანების სილამაზე სიყალბეა. თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. სიყვრული, ეს თქვენ ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, გარეგნულად როგორ გამოიყურებით, მთავარია, შიგნით რა გაქვთ. მე 40 წლის ასაკში გავიგე, ვინ ვარ. მაქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ეს არაფერია. მე ვარ ყველა იმ ქალით ამაყი, რომლებიც არიან მამაცები და ნამდვილები და შეუძლიათ თქვან, რომ საკმარისად ლამაზები არიან ისეთები, როგორიც არიან. მე იმედი მაქვს, გაავრცელებთ ამ მესიჯს და მსოფლიოს ეტყვით, რომ თქვენი შინაგანი სილამაზე მეტად ფასეულია, ვიდრე გარეგნული მხარე”, – წერს ანჯელინა ჯოლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები