მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანის 5 მომხიბლავი თვისება

მოახლოებული 2016 წელი მაიმუნის წელი გახლავთ, თანაც უბრალოდ მაიმუნის კი არა, წითელი, ცეცხლოვანი მაიმუნის. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ყველაზე ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები და გამჭრიახები არიან. მაიმუნს სხვებზე ზემოქმედებაც კარგად შეუძლია და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ჩნდება მუდამ, როცა საქმე სარფიან გარიგებებს ეხება. ამ ადამიანებს ხასიათში ნაკლიც ბევრი აქვთ და ღირსებაც. თუმცა დღეს ხუთ საუკეთესო თვისებას გაგაცნობთ, რომლითაც მაიმუნის წელში დაბადებულები გამოირჩევიან.
1. კომუნიკაბელურობა – მაიმუნი საზოგადოების სული და გულია, იგი ყოველთვის ხვდება მოვლენების ეპიცენტრში. შემთხვევითი როდია, რომ ამ წელს დაბადებულებს შორის ბევრი ჟურნალისტი და გამომძიებელი სჭარბობს. მაიმუნები კარგი შუამავლები, მედიატორები და კონსულტანტები არიან. მათ აქვთ ნიჭი, ნებისმიერი ტიპის ქოთანს სიტუაციის შესაბამისად მოარგონ სახელური.
2. ანალიტიკური გონება და გამჭრიახობა, დაკვირვების ნიჭი – რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს, მაიმუნი დაკვირვებისა და მოვლენების ანალიზის საოცარ უნარს ავლენს. იგი “რენტგენულად” აანალიზებს ყველაფერს და ურთულეს სიტუაციაშიც კი არ იბნევა. მისთვის არ არსებობს ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა.
3. შემოქმედებითი აზროვნება – მაიმუნზე უფრო შემოქმედებით, არასტანდარტულად მოაზროვნე და იდეებით სავსე ადამიანს ძნელად იპოვით სადმე. იგი ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც აზარტულ თამაშს, შესაბამისად, შემოქმედების უნარს ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც არ კარგავს.
4. ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა – მაიმუნი ოპტიმისტი და გამომგონებელია. მისთვის მარტივია, სხვებსაც ჩაუსახოს იმედიანი განწყობა. ეს ადამიანები არასოდეს კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს და რწმენას იმისას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
5. კარგი იუმორის გრძნობა – ის ალბათ ერთადერთია, ვისაც საკუთარ წარუმატებლობებზე ხუმრობა შეუძლია. მასზე უკეთ ვერავინ დასცინებს საკუთარ თავს, შესაბამისად, მანამ, სანამ სხვები ცინიკური რეპლიკებით მიაყენებენ გულისტკივილს, მაიმუნი თავად ახერხებს, საზოგადოება გულიანად აცინოს თავის უიღბლობაზე.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები