ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის შვილები პუგაჩოვას ყოფილი ქმრის, ფილიპ კირკოროვის ქალიშვილის, ალა-ვიქტორიას მეოთხე იუბილეზე გამოჩნდნენ. როგორც Elle.Ru-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, ფილიპმა შვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა. სწორედ ალა-ვიქტორიას მიწვეულ მეგობრებს შორის იყვნენ პუგაჩოვა-გალკინის 2 წლის ტყუპები.