პენისის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნის ქირურგებმა პენისის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. ოპერაცია 9 საათს გრძელდებოდა. ექიმების თქმით, ეს მეორე მსგავსი ოპერაციაა, მაგრამ პირველ შემთხვევაში ორგანიზმმა ახალი პენისი ვერ მიიღო. პაციენტს ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მას წინადაცვეთის შემდეგ გართულების გამო ფალოსის ამპუტაცია დასჭირდა. არასწორი წინადაცვეთის გამო სამხრეთ აფრიკაში ყოველწლიურად 250 ახალგაზრდას პენისს აჭრიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები