მას შემდეგ, რაც მოდელი ნინი ნებიერიძე მილიონერ თემურ უგულავას გაჰყვა ცოლად, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.
მოდელი სოციალურ ქსელში ძველებურად აქტიურია. არ ერიდება „ფეისბუქზე“ მეუღლისთვის სიყვარულის ახსნას. „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“, დაწერა ნინიმ ფეისბუქზე და მეუღლესთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღის წინ კი წყვილი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. „ჯერ სარემონტოა, მაგრამ აქ ვცხოვრობთ“, წერს ნინი.