ხათუნა ჟორდანია: ჩემი შვილი ბევრ თქვენგანს „მასტერ კლასს“ ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში

მომღერალი ნინი ქარსელაძე უკვე რამდნიმე კვირაა კრიტიკის ქარცეცხლშია. კრიტიკის მიზეზი კი მომღერლის თამამი განცხადება გახდა, რომელიც მან გადაცემაში “მძიმე კაცთან” გააკეთა. ნინიმ გადაცემაში აღნიშნა, რომ მას სამშობლოზე მეტად შოკოლადი უყვარს.
ნინის კრიტიკოსებს მისი დედა, ხათუნა ჟორდანია სოციალური ქსელით ეხმაურება და ნინის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ მოსაზრებებსა და კრიტიკას პასუხობს.
„ვინაიდან ხათუნას კომენტარი გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩემსninikhatuna მოკრძალებულ, სუბიექტურ აზრს: ვინც უყურა ამ გადაცემას, კითხვაზე-რა გიყვარს სამშობლოზე ძალიან? ნინიმ უპასუხა- დედა, და, ჩემი ოჯახიო. (თუ სწორად მახსოვს?) რა, კიდევ რაო? მგონი, ასე ჰკითხა წამყვანმა და ნინიმ სიცილით- შოკოლადიო.

იქვე, რომელიღაც კითხვაზე(თუ მეხსიერება არ მღალატობს), მოყვა, როგორ ცხოვრობდა რამოდენიმე ხანი უცხოეთში და როცა ჩამოვედი, ამ ქვეყნის სუნი მენატრებოდაო. ვინც ისე უყურა გადაცემას, რომ აუცილებლად უარყოფითად უნდოდა შეეფასებინა, ენას ძვალი არ აქვს და ჩვენ, ამ სამშობლოზე ასე შეყვარებულ ადამიანებს, ხომ ასე გვიადვილდება ადამიანების გაკიცხვა, გადავლა, განსაკუთრებით როცა ის სულ 24 წლისაა.
და სამშობლოს სიყვარულზე ბევრი რომ ელაპარაკა, ან ეთქვა თავს გავწირავ ამ ქვეყნისთვისო- ნეტა, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა? ასე, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და 1000% ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი, ბევრ თქვენგანს გაასწრებს და მასტერ კლასსაც ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში… პატივისცემით ხათუნა ჟორდანია“, – წელს ჟორდანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები