”რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი” – ლია ლიქოკელის ემოციური აღიარება

მწერალი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთი ბიჭის ამბავს ყვება, ბიჭისა, რომელიც მეტროში შეამჩნია და მოეწონა.
”დღეს ერთი ბიჭი მომეწონა ძალიან. მეტროში. უკვე ღამე იყო, სახლისკენ მოვდიოდი, ძალიან დაღლილი, ძალიან ბეჩავი, უშნო, უსურვილო და მომეწონა ის ბიჭი. რაღაცნაირად ჩუმად ფერადი იყო. კარგად ფერადი და თვალებგამონათებული. გავხედავდი, კიდევ გავხედავდი ჩუმჩუმად და მრცხვენოდა, რომ აი ასეთი დაღლილი, მოფლაშულად შეფუთული, უსიცოცხლო ვარ და მეშინია, არ შემომხედოს და ასეთი არ დამინახოს.
დამინახა, და იმედი მაქვს, არ დამიმახსოვრა.
არადა რა მოხდებოდა, მეთქვა, როგორ მომეწონე-მეთქი. განა რამე დაშავდებოდა, ასეთი საწყალი რომ არ ვყოფილიყავი. უცებ დაბერებულ გოგოებსაც ხომ აქვთ უფლება, ლამაზად ფერადი კარგი ბიჭები მოეწონოთ ხანდახან. ისე, უბრალოდ, გზად, ღამის მეტროში, სიცოცხლის გამონათებასავით”.

კომენტარები

სხვა სიახლეები