სიყვარული ომზე ძლიერია – ამ წყვილმა დანგრეულ ქალაქ კობანიში იქორწინა (ფოტო, ვიდეო)

ამ ქურთი ეროვნების წყვილმა სირიის ქალაქ კობანიში იქორწინა მას შემდეგ, რაც ეს დასახლებული პუნქტი ქურთმა მოხალისეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ გაათავისუფლეს. რადვან ბიზარი და ფიანა აიუბი ამბობენ, რომ მათ შეეძლოთ ჯვარი სხვაგანაც დაეწერათ, მაგრამ გადაწყვიტეს, ეს სწორედ ამ ქალაქში გაეკეთებინათ, რომლის მოსახლეობა სულ ცოტა ხნის წინ ისლამისტების ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. „ჩვენ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ტერორისტებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ არ გვეშინია“, – ამბობენ ახლად დაქორწინებულები. მათი თქმით, ვინაიდან კობანიში იქორწინეს, ცხოვრებასაც აქ გააგრძელებენ და წასვლას არსად აპირებენ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=LRNylAdmKgM[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები