სიცოცხლის საჩუქარი – მამაკაცმა, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა, აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ქალს თირკმელი მისცა

აშშ-ში მცხოვრებ ქართველს – ნინო სარიას, რომელსაც თირკმელების ფუნქციონირება მოშლილი ჰქონდა, თირმკლის სასწრაფო გადანერგვა დაჭირდა. ექიმების განცადებით, ეს სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. თუმცა დონორის მოძებნა ასე მარტივი არ არის, ხშირად წლების განმავლობაში ლოდინი არის საჭირო. დრო კი არ ითმენდა. ამიტომ ნინოს ქმარმა ქეიმ ე.წ. ქრეიგის სიაში განცხადება გამოაქვეყნა, რომ მის მეუღლეს სასწრაფოდ თირკმლის გადანერგვა სჭირდებოდა.
ნინოს საბედნიეროდ, ამ განცხადებას გლენ კელდერბანკი გამოეხმაურა, რომელმაც პაციენტისთვის საკუთარი თირკმლის გადანერგვის მზადყოფნა გამოთქვა. საქმე ისაა, რომ გლენს რამდენიმე წლის წინ, ასევე თირკმლის გადანერგვის შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა, ვინაიდან ორგანიზმმა დონორის თირკმელი ვერ მიიღო. გლენმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს გვერდით ადამიანის ყოფნა, რომელსაც თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თირკმლის გადანერგვის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა ნინო სარიას რეაბილიტაციის ეტაპი აქვს გასავლელი, თუმცა ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.

6546457_1446236907.0386_funddescription

კომენტარები

სხვა სიახლეები