22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, ან ახალმა ჰობიმ გაგიტაცოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

კურო
მარტოხელებმა მეტად იაქტიურეთ, სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება მეგობრებსა და ნაცნობებში “აღმოაჩინოთ”. დაქორწინებულებმა ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დაუთმეთ დრო თვითგანათლებას. მოსალოდნელია გეგმების შეცვლა. თავისუფალი  დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები; საინტერესო ადამიანების გაცნობა. სახლში ჰარმონია დაისადგურებს. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ლომი
მოსალოდნელია ნაცნობობა ადამიანთან, რომელიც დადებით განწყობაზე დაგაყენებთ. ახლობლების დახმარებით საქმეების მარტივად მოაგვარებთ.

ქალწული
მოსალოდნელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად. ზოგიერთი ოცნების ასრულებას შეძლებს.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას, ჯანმრთელობას. დღეს საინტერესო და გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ.

მორიელი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. კარგია ექსკურსია, პიკნიკის მოწყობა.

მშვილდოსანი
დღეს დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება. ახლობლების მხარდაჭერით გამარჯვებას მოიპოვებთ. კარგი დღეა რომანტიკული მოგზაურობისთვის.

თხის რქა
ყველა საქმე, რასაც დღეს დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ. მეტად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მერწყული
სიურპრიზების დღეა. აგისრულდებათ სანუკვარი სურვილები. საღამო საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ.

თევზები
წარმატება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. დღეს შექება და კომპლიმენტები გელით.

კომენტარები

სხვა სიახლეები