ყოველი მეხუთე ბავშვი ღამით მძინარე დადის, თუმცა რაც უფრო იზრდება მით უფრო ნაკლები ინტენსივობით დადიან ძილში. ბი-ბი-სი -ს ინფორმაციით ბავშვების 40% ერთხელ მაინც უვლია მძინარეს. გავრცელებულია მითი რომ ამ დროს მათი გაღვიძება შეიძლება, რადგან ის შესაძლოა მთვარეულისთვის ცუდად დასრულდეს. ბევრ მთვარეულს ღამით ეჩვენება რომ რაღაც ძალიან საშიშს გაურბიან. ზოგი მათგანი ღამით მშვიდად ეძებს რაღაცას ყუთებსა და კარადებში. „როდესაც მე პატარა ვიყავი ღამით მძინარე ჩავდიოდი სასტუმრო ოთახში და მშობლების გვერდით ვჯდებოდი ტელევიზორთან, სანამ ისინი უკან არ ამიყვანდნენ ჩემს ოთახში“ -იხსენებს ბი-ბი-სი-ს რესპონდენტი.
ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ არ აღვიძებენ მთვარეულებს რომ ამით მათ რაიმე ზიანი არ მიაყენენონ, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მითებია, მათ არაფერი დაუზიანდებათ უბრალოდ ამ დროს მათთვის გაღვიძება უსიამოვნო იქნება.
მთვარეულებს ძილის მდგომარეობაში ტვინი აძლევს ბრძანებას რომ ადგეს და იმოძრაოს. ღამის განმავლობაში ის სიზმრების სხვადასხვა ფაზაში ხდება. ფაზა, რომლის დროსაც ადამიანი სიარულს იწყებს შესაძლოა 20 წუთსაც გაგრძელდეს. მთვარეულები ღამით მოძრაობისას შუქს არ ანთებენ და სახლში მეხსიერებით გადაადგილდებიან.
სხვა სიახლეები