”ალბათ, ყველაზე ადვილი სიკვდილი იქნებოდა“ – გოგონა, რომელსაც სახე ეჭვიანობის გამო დაუწვეს

28 წლის ავსტრალიელი დანა ვულინის ცხოვრება რამდენიმე წლის წინ თავდაყირა დადგა. გოგონა საკმაოდ ლამაზი იყო და ხშირად იპყრობდა მამაკაცების ყურადღებას. ერთხელაც, გამაოგნებელი ამბავი შეემთხვა…
ეჭვიანი მეტოქის თავდასხმის შედეგად, დანამ სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო, სახის ჩათვლით. ამან მისი სიცოცხლეც კინაღამ შეიწირა, თუმცა ვერ გატეხა. ამ საშინელ ისტორიას თავი დააღწია და თავისი მაგალითით სხვებსაც უჩვენა, რომ არასდროს არის გვიან ცხოვრების ხელახლა დაწყება.
დანამ მრავალი ოპერაცია გადაიტანა და ორი წელი სპეციალური ნიღბით დადიოდა. მერე კი ტელევიზიაში მივიდა, რათა მსოფლიოსთვის ეამბნა, რაც შეემთხვა.
“მინდა, ყველამ ნახოს ჩემი იარები. ისინი ხომ ახლა ჩემი ნაწილია…”
როგორც გაირკვა, მას თავს დაესხა ქალი, რომელმაც დაინახა, როგორ ელაპარაკებოდა მისი ქმარი დანას საახალწლო წვეულებაზე. ეჭვიანმა ცოლმა მისი თვალთვალი და დევნა დაიწყო, რამდენჯერმე დაურეკა და უთხრა, რომ მის მშვენიერ სახეს გაანადგურებდა.
ცოტა ხნის შემდეგ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი დანას სახლში შეიჭრა, მჟავა შეასხა და დაწვა, მერე კი გაიქცა და დანას ახლაც ჩაესმის მისი სიცილი..
დანამ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. პრაქტიკულად, სახე აღარ ჰქონდა და მისი ცნობაც კი შეუძლებელი იყო. გოგონა აღიარებს, რომ ამ შემთხვევამდე  საკმაოდ ამაყობდა თავისი გარეგნობით.
ოპერაციის შემდეგ ექიმებმა სპეციალური ნიღაბი მისცეს, რომლის ტარება მთელი 30 თვე მოუწია. ნიღაბი მას აძლევდა განცდას, რომ ის არავინ და არაფერი იყო და უარესად თრგუნავდა.
ამავე ნიღბით გავიდა სასამართლოზე და მისცა ჩვენება, თავდამსხმელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თუმცა სირთულეები ამით არ დასრულებულა. როცა სახის აღდგენის პროცედურებს იტარებდა, მორიგი გამოკვლევის დროს ექიმებმა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე აღმოუჩინეს. დანა შოკში იყო… მაგრამ დანებებას არ აპირებდა.
გადაიტანა ოპერაცია და სიმსივნური უჯრედები მოკვეთეს. ამას მოჰყვა რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი.
ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ოპერაციისა და სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ დათანხმდა, ტელევიზიაში მისულიყო და თავისი ამბავი მოეყოლა. ”ალბათ, ყველაზე ადვილი სიკვდილი იქნებოდა, ვიდრე ამდენი რამის გავლა, მაგრამ იოლი გზები არასდროს მიძებნია… და თუ ახლა მკითხავენ, ვუპასუხებ, რომ ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით!”
დანას სურდა, სხვა ქალებისთვის მიეცა ბრძოლის მაგალითი და აუდიტორიის წინაშე ნიღაბი მოიხსნა. ყველა გაოცდა, როცა მისი ახალი სახე დაინახეს. იარების მიუხედავად, მას თითქმის დაუბრუნებია უწინდელი სილამაზე. დანამ ყველას უთხრა, რომ ამ სახის მიღმა საოცარი სულიერი სიძლიერე იმალებოდა, თავდაჯერება და სიმამაცე.
”მე ძლიერი პიროვნება ვარ. ამ ამბავმა მიჩვენა, რომ ასეთივე დავრჩები. ყოველთვის თავდაჯერებული ქალი ვიყავი…”

წყარო:http://www.mshoblebi.ge

usaxoo4 usaxo56 usaxoo

კომენტარები

სხვა სიახლეები