თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე სოციალურ ქსელში აფხაზი ბიჭის შესახებ წერს, რომელმაც ყვავილის თესლი აჩუქა.
“ერთმა ძალიან სიმპატიურმა აფხაზმა ბიჭმა, ერთ დღეს, “კამარაში” აფხაზეთიდან ავოკადოს თესლი ჩამომიტანა, დედაჩემმა გაამზადა გასანაყოფიერებლადო. რაღაც დროის მერე შორიდან მოიკითხა კიდეც, იხარა თუ არაო? დარგვისას ჩავუთქვი, თუ იხარებს, აფხაზები და ქართველები ისევ ერთად და მეტი, უფრო ზრდასრული, ტკივილგადატანილი, ნამდვილი სიყვარულით დავბრუნდებით ერთმანეთთან-მეთქი. ამქვეყნად ნებისმიერ სიტყვით გაფორმებულ ენაზე მეტად ბუნების ენის მესმის და მჯერა. ერთი თესლიდან ორი ძირი ამოვიდა, ჯანსაღი, უფანტასტიურესი მწვანე, გაღიმებული დგას ჩემს ოთახში. გუშინ ვეფერებოდი და რას ვხედავ, ჩახუტებულები არიან, ხელები აქვთ მოხვეული ერთმანეთისთვის.
მადლიანი დედა ჰყოლია ამ ადამიანს, – აღნიშნულია ნათია ფანჯიკიძის სტატუსში.