„მისტერ ბინი“ ცოლს გაშორდა – ვისთან გაიქცა როუენ ატკინსონი

მსოფლიოსთვის „მისტერ ბინით“ ცნობილი, ბრიტანელი კომიკოსი როუენ ატკინსონი ცოლს გაშორდა. სუნეტრა სასტრისთან მას 24 წლიანი ქორწინება აკავშირებდა. ტელეკომპანია BBC-ს  ინფორმაციით, ამის მიზეზი მსახიობის არაგონივრული საქციელი გახდა.

კონკრეტულად რა გახდა დაშორების მიზეზი, ამ დრომდე არ ხმაურდება. წყვილის გაყრის გადაწყვეტილება, მოსამართლე სტივენ ალდერსონმა, ლონდონის საოჯახო სასამართლოში გამოიტანა. საქმეზე მოსმენა ზუსტად ერთი წუთის მანძილზე გაგრძელდა.

ცნობილია, რომ 60 წლის კომიკოსი უკვე ნახევარი წელია, რაც 32 წლის მსახიობ ლუიზ ფორდს ხვდება. ატკინსონი და მისი უკვე ყოფილი ცოლი – ტელეკომპანია BBC-ს გრიმიორი სუნეტრა სასტრი, 1990 წელს დაქორწინდნენ. მათ 2 შვილი ჰყავთ. ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ამავე დროს ძვირადღირებული ავტომანქანების კოლექციონერიცაა, 70 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ფლობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები