დატოვა თუ არა „რუსთავი 2“ დიმა ობოლაძემ – მე პირველად არ ვარ ასეთ სიტუაციაში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” სპორტული ბლოკის და გადაცემა “სხვა შუადღის” ერთ-ერთი თანაწამყვანი დიმიტრი ობოლაძე დიდი ხანია ტელემაყურებელს ეთერში აღარ უნახავს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ტელეკომპანია დატოვა. აღნიშნულ საკითხს „კვირასთან“ დიმიტრი ობოლაძე ეხმაურება.

მისი თქმით, მას ტელეკომპანია არ დაუტოვებია, ხოლო ეთერში არგამოჩენის მიზეზი კი ფეხზე ოპერაციის გაკეთება გახდა.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ დამიტოვებია. ფეხის ოპერაცია გავიკეთე და სახლში ვწევარ, სამი კვირა უნდა ვიარო ყავარჯნებით. 22 ოქტომბერს გავიკეთე ოპერაცია, როგორ უნდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს? მე პირველად არ ვარ ასეთ სიტუაციაში და ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვარ. მე პოლიტიკასთან შეხება არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ტელევიზია არ დამიტოვებია“, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები