ოთო ნემსაძე „რუსთავი 2“-ის კონცერტზე გამოსვლის შემდეგ გააკრიტიკეს და ამას მოჰყვა მისი საპასუხო სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა – „მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, დებო, ძმებო, სრულიად საქართველოვ, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, თუ ჩემდა უნებურად რომელიმე პოლიტიკური ძალის უკან დავდექი, მეგობრების და ოჯახის სიყვარულზე მაღლა არაფერი არ დგას ჩემთვის. საერთოდ, არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და სულ ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა პოლიტიზებული კონცერტები, სახალხოდ ვდებ პირობას, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის კონცერტზე არ ვიმღერებ, სადაც იქნება ნებისმიერი პოლიტიკური მოწოდებები!..
ხოო, თუ ვინმეს მაინც ჩემი ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულში ან ჩემს კაცობაში ეჭვი ეპარება, ნებისმიერ დროს შევხვდები და გავესაუბრები!
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებში არ წერია ოთო ნემსაძე!
მიყვარხართ, მუდამ თქვენი ოთო…“ – დაწერა მომღერალმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
სოცქსელში მის ამ სტატუსს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ზოგმა გადადგმული ნაბიჯი მოუწონა, ზოგმა – დაუწუნა.
„კაი კაცი ხარ“, „ამაზე სანამ გამოვიდოდა, ვერ იფიქრა?“, „შეცდომის აღიარება მხოლოდ ვაჟკაცებს ძალუძთ“, „არადა, გვიყვარდა ეს ბიჭი ქართველ ხალხს…“
ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, მალევე, ოთომ თავისი პირადი გვერდი გააუქმა. როგორც ჩანს, მოჰბეზრდა გამოხმაურებების კითხვა ამ თემაზე…