თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. გაზეთ „პრაიმტაიმის“ უპრეცენდენტო აქციის ფარგლებში, ხანდაზმულები რესტორან „ჭაშნაგირს“ სტუმრობდნენ. მოხუცებს დღე არაჩვეულებრივმა გარემომ, სადღესასწაულო სუფრამ, მომღერლებმა, მსახიობებმა, ცნობილმა სახეებმა, ბევრმა ცეკვამ და სიმღერამ გაუხალისა.
ღონისძიება უზარმაზარი ტორტით დასრულდა, რომელიც პანსიონატში დაოჯახებულმა წყვილმა გაჭრა. ღონისძიების პარტნიორმა Flowers.ge-მ კი, ყველა სტუმარ ქალბატონს ულამაზესი ყვავილების თაიგული გადასცა.