ZARA-ს დამფუძნებელი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარეს

192763.900x900p

სავაჭრო ქსელ „ზარას“ დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად აღიარეს. მან გამოცემა „ფორბსის“ სიაში კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელს ბილ გეითსს გაასწრო.

„ფორბსის“ ინფორმაციით, 79 წლის ესპანელის ქონება 80.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, გეითსის ქონება კი 78,1 მილიარია. უორენ ბაფეტი მესამე ადგილზეა, მას 64,4 მილიარდი დოლარი აქვს. FACEBOOK-ის დამფუძნებელი მარკ ცუკენბერგი კი, FORBES-ის სიაში მე-8 ადგილზე აღმოჩნდა 43.6 მილიარდი დოლარით.

ბილ გეითსს ესპანელმა ბიზნესმენმა კომპანია „ინდიტექსის“ საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის შედეგად გაასწრო. ეს კომპანია „ზარას“ ბაზაზე შეიქმნა. ასევე „ზარა“ აკონტროლებს ბრენდებს: Bershka, Massimo Dutti და Pull & Bear.

192787.640xp

კომენტარები

სხვა სიახლეები