ტურისტმა ბაქოელ ოფიციანტს „ჩაის“ სახით მთელი ქონება დაუტოვა – რამდენი გადაიხადა დუბაის პრინცმა სადილის ნომერში მიტანისთვის (ფოტოკოლაჟი)

როგორც იტყოდნენ- გაუმართლა! ბაქოელ მიმტანს უცხოელმა ტურისტმა, მომსახურებისთვის ხურდაში, დიდძალი თანხა დაუტოვა.

ხელგაშლილი ტურისტი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, დუბაის პრინცი აღმოჩნდა. ჰამდან იბნ მუჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმი პლანეტის მასშტაბით, ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანად ითვლება. ის ახლახანს გარდაცვლილი დუბაის პრინცის ძმაა. დასავლური მედიის შეფასებით, ის არის პერსონა, რომელიც იცვამს ოქროს, ჭამს ოქროს ჭურჭლიდან და „მოსაქმებისასაც“ ოქროს ტუალეტით სარგებლობს.

პრინცი, რომელსაც მოგზაურობა ძლიერ ხიბლავს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბაქოში იმყოფებოდა. იქ პლანეტის უმდიდრესი  მამაკაცი, რომელიც ამავდროულად მარტოხელაცაა,  სასტუმრო Flame Towers Hotel-ში გაჩერდა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რით დარჩა აღფრთოვანებული დუბაის ტახტის მემკვიდრე ოფიციანტი გოგონათი, რომელმაც მას ლუქსში სადილი მიუტანა. ფაქტია, რომ მდიდარმა უფლისწულმა მას „ჩაის“ სახით, 10 ათასი დოლარი დაუტოვა. ეს იმ ფონზე, როდესაც ფეშენებელური სასტუმროს ლუქსის ტიპის ნომერი,  ერთი დღე-ღამის მანძილზე 5.700 დოლარი ღირს. ამაზე ძვირი აპარტამენტი ბაქოში, უბრალოდ არ არსებობს.

დუბაის პრინცის ქონება  18 მილიარდ დოლარად ფასდება. ასე რომ, 10 ათასი დოლარი, მისთვის მსუბუქად რომ ვთქვათ – კაპიკებს წარმოადგენს.  რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით სასტუმროს აზერბაიჯანელ მიმტანზე, რომლისთვისაც  ეს „ხურდაში“ დატოვებული თანხა, ნამდვილ სიმდიდრეს წარმოადგენს.

0 1 2 3 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16shikh-1-640x640

კომენტარები

სხვა სიახლეები