„კამარას“ კაფეში ალასანიას ქალიშვილი ჭურჭელს რეცხავს, მაია ფანჯიკიძის ბიჭი კი მზარეულია (ფოტოკოლაჟი)

“გუშინდელი ფოტოა, ჩიტოსნების კაფედან, დაღლილია ეს გოგო. კამარელების მხარდამხარ ტონა ჭურჭელი რეცხა, შუალედებში კი მეცადინეობდა,”- წერს სოციალურ ქსელში საკუთარი შვილის შესახებ, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით დაკავებულ ფანჯიკიძეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “კამარას” ხელმძღვანელია, საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან. ორგანიზაციის არტ-კაფე “კამარას” ალასანია-ფანჯიკიძის შვილები – ეკა და ნიკა, ასევე მათი დეიდაშვილი, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ მაია ფანჯიკიძის შვილი – არჩილ თუშურაშვილიც ხშირად სტუმრობენ. ისინი მოხალისებად მუშაობენ.

“ჩიტოსანთა კაფეს მასპინძლების და მოხალისე მშრომელების ინტენსიური (12 საათიანი) შრომადღის ქრონიკა, ჭურჭლის რეცხვის საუკეთესო სპეციალისტი კატო (ნათია ფანჯიკიძის შვილი-რედ.) ჰამბურგერების პროფესორი არჩილი (მაია ფანჯიკიძის შვილი-რედ.), კაფეს უმშვენიერესი შეიარაღებული მასპინძელი ანანო და თვით ჰამბურგერი. ჩემი ვაჟი ნიკოლოზიც იყო დღეს კაფეში დასაქმებული, მჭამელად. ფოტო არ მოიპოვება”, – წერს ფეისბუქის გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

ალასანიას მეუღლის პოსტიდანვე ირკვევა, რომ აბანოთუბანში მდებარე “კამარას” არტ-კაფეში, 27 ოქტომბრამდე მზარეულად მაია ფანჯიკიძის ვაჟიშვილი იმუშავებს. ჰამბურგერის ფასები კი, მათ კაფეში “მაკდონალდსზე” ბევრად იაფია. კაფე ერთგვარ სოციალურ პროექტს წარმოადგენს, სადაც “კამარას” თერაპიაგავლილი ადამიანები არიან დასაქმებული.

“დღეიდან 27 ოქტომბრამდე კამარელებთან ერთად ჩიტოსანთა კაფეში მზარეულად მუშაობს მაიას შვილი, ანუ ჩემი დიშვილი აჩო, რომელიც თავს მიიჩნევს ჰამბურგერის საუკეთესო სპეციალისტად. ეს ბიჭი ტყუილად არაფერს იჩემებს, ქართლელი გაზრდილი გერმანიაში, წარმოიდგინეთ, როგორი გაძლიერებული პატიოსნებით და სიმართლით გამოირჩევა. ხორცს იყენებს ეკოლოგიურად სუფთას, ფასი კი მაკდონალდსზე იაფი – 10 ლარი. კაფე არის სოციალური პროექტი, სადაც დასაქმებული არიან ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის, კამარას თერაპიაგავლილი უმაგრესი ადამიანები. ჰამბურგერის მოყვარულთათვის და კამარელების მხარდამჭერთათვის მისამართი: სამღებროს ქუჩა 21, აბანოთუბანი”,- წერს ფანჯიკიძე.

ცნობილი პოლიტიკოსის მეუღლე სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის შესახებაც წერს და ამბობს, რომ ეკა (კატო) იდეალური საკუთარი თავია.

“ჩემი საუკეთესო მე, იდეალური მე, – კატო. ეს რომ მაჩუქა ღმერთმა, კოსმოსმა, სამყარომ.. დამავალდებულა ვიყო უკეთესი, უკეთესი, კიდევ უკეთესი ყოველ დღე, რამდენსაც შევძლებ. ბავშვები რომ გეკითხებიან, – “საიდან გავჩნდი?” გულწრფელად ვპასუხობდი, – “აზრზე არა ვარ დე.. შენ თვითონ ხომ არ გახსოვს?” ფსიქოანალიზი, როდესმე აქედან უნდა დაიწყოს. საშინლად მაინტერესებს, საიდან გაჩნდა. თმები ცოტა ჩემსავით გამოუვიდა გუშინ, ალბათ შემთხვევით. კატო სხვანაირია, დახვეწილი და ძალიან უხდება თავისი ლამაზი თმა და მშვიდი ვარცხნილობა,”- ამბობს ფანჯიკიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას და მის მეუღლე ნათია ფანჯიკიძეს 2 შვილი ჰყავთ – ეკა და ნიკა ალასანიები.

1 2 3 4 5 5bed56bb22.images.new_photo.sazogadoeba.xalxi.axali.irakli-alasanias-ojaxi-1 6 7 8 9 10 10-2 11 12 ირაკლი ალასანიას მეუღლე და შვილები. ირაკლი ალასანიას ოჯახი 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

კომენტარები

სხვა სიახლეები