ღალატობს თუ არა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალს საკუთარი ქმარი? ჰოლივუდის მთავარ და გავლენიან ჯოლი-პიტის კლანს, ოჯახში ახალი უთანხმოება აქვს. ამის შესახებ ბულვარული გამოცემა RadarOnline წერს.
უთანხმოება ამჯერად ვარსკვლავურ ოჯახში, სიენა მილერმა შეიტანა. თანაც ისე, რომ ამ ყველაფერში თავად არც კი გამოჩნდა. 33 წლის მსახიობი დაკავებულია კინოფილმ „დაკარგული ქალაქი-Z“-ს გადაღებებში, რომლის პროდიუსერიც ბრედ პიტია. ცნობილ წყვილთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ პიტი ახალი კოლეგით აღფრთოვანებულია ისე რომ, მხოლოდ მასზე ლაპარაკობს, რაც ლოგიკურად მის მეუღლეში გარკვეულ კითხვებს ბადებს.
„სიენას სახელი პიტის ბაგეებს არ სწყდება აგვისტოს შემდეგ, მას მერე, რაც ფილმის გადაღებები დაიწყო. ანჯელინა აღშფოთებულია და მოუთმენლად ელოდება სიენასთან შეხვედრას. იგი შიშობს, რომ მილერსა და მის ქმარს შორის, რაღაც „ქიმია“ არ წარმოიშვას“, – აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო.
მსახიობის შიშები სრულიად გასაგებიცაა: ჯოლისა და პიტის რომანიც ზუსტად ასე, კინოგადაღებებზე დაიწყო, როდესაც ბრედი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონთან ქორწინებაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სიენა მილერს არაერთხელ გაუბამს სამსახურეობრივი რომანი, თუნდაც ჯად ლოუსთან „ელფების ლამაზმანის“ გადაღებებზე, ანდაც დენიელ ქრეიგთან Layer Cake -ში ერთად თამაშისას. ამას დავუმატოთ ისიც, რომ სიენა ქმარს – ტომ სტარიჯს ახლახანს დაშორდა და ახალი ურთიერთობებისთვის ახლა უკვე თავისუფალია.
„როდესაც ბრედმა განაცხადა, რომ იგი ირალანდიაში აპირებდა წასვლას ფილმის გადაღებებზე, ამის გაგონებაზე ანჯელინა ფაქტობრივად შეიშალა. მან ქმარს უთხრა: ვერსად ვერ წახვალ!“ – განაცხადა ვარსკვლავური ოჯახის ახლობელმა.
თავად მილერი ხმებს, ჰოლივუდის მსახიობთან ფლირტის შესახებ უარყობს. თუმცა, როგორც ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება! ბრედ პიტის შემთხვევა ნამდვილად მოგაგონებთ ქართულ ცნობილ ლექსს – „რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს“…