69 მილიონი – ჟანა ფრისკეს სამკურნალოდ შეგროვილ თანხებზე, გარდაცვლილი მომღერლის ოჯახისგან ანგარიშის ჩაბარებას ითხოვენ (ფოტოკოლაჟი)
სიმსივნით გარდაცვლილი ჟანა ფრისკეს ნათესავებს მოუწოდებენ, მომღერლის მკურნალობაზე შეგროვილ თანხებზე ანგარიში ჩააბარონ.
ფრისკეს ოჯახს – მამას ვლადიმერ ფრისკეს, დედას -ოლგა კოპილოვას და მეუღლე დიმიტრი შეპელევს, რუსულმა „რუსფონდმა“ მოუწოდა ანგარიში წარმოადგინონ იმ თანხებზე, რაც რუსული „პირველი არხის“ აქციის ფარგლებში მისი მკურნალობისთვის შეგროვდა. ამის შესახებ „რუსფონდის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შემიწორულობების სახით 69 მილიონი რუსული რუბლი შეგროვდა. ეს თანხა რამდენიმე ნაწილად გაიყო – 32 მილიონი რუბლი სიმსივნით დაავადებული 9 ბავშვის მკურნალობისთვის გადაირიცხა, მეორე ნაწილი – 11 მილიონი – თავად ჟანას მკურნალობაზე დაიხარჯა, ხოლო მესამე – 25 მილიონი – ჟანა ფრისკეს პირად ანგარიშზე გადაირიცხა და ის „რუსფონდს“ დაპირდა, რომ ამ თანხების ხარჯვაზე ანგარიშს წარუდგენს. ჟანა ფრისკე 15 ივნისს გარდაიცვალა.
რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, მისი ახლო ნათესავები ფულადი ანგარიშის მემკვიდრეები ნახევარი წლის შემდეგ ხდებიან. სწორედ მათ უნდა წარადგინონ ამ თანხების ხარჯვაზე ინფორმაცია.