ძლიერი მიწისძვრის შედეგად 40 მილიონი ადამიანი დაიღუპება – მსოფლიოს კვირის ბოლოს აპოკალიფსი ემუქრება (ვიდეო)

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი მეხრან კაშე  ამტკიცებს, რომ გამანადგურებელი მიწისძრის შედეგად, რომელიც ამ კვირის უქმეებზე მოხდება,  მსოფლიოს 40 მილიონი ადამიანი დაიღუპება. მეცნიერი მიიჩნევს, რომ მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოხდება. მისი განცხადებით, ორ კონტინენტს შორის (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა) გიგანტური უფსკრული გაჩნდება, რომელიც მიწაში ჩაიტანს რამდენიმე ქვეყანას. მათ შორის, დედამიწიდან საერთოდ გაქრება  მექსიკა.

the-world-could-end-in-2012-b

მეცნიერის ვარაუდის თანახმად, მიწისძვრისგან გამოწვეული ცუანმის გიგანტური ტალღები, ამერიკისა და აზიის კონტინენტების სანაპირო ზოლს მთლიანად გადარეცხავს. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უმეტესობა დაიღუპება, ვინაიდან, როგორ მეხრან კაშე ამბობს, მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებები ასეთი მასშტაბური კატასტროფისთვის მზად არ არიან.

ალბათ ბედის ირონიას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ კვირის უქმეებზე კალიფორნიაში მაშველებისთვის სპეციალური სწავლებები და წვრთნები იწყება, რომელიც მიწისძვრის დროს კატასტროფასთან გამკლავებას გულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?v=BTHAHkxEQSI

კომენტარები

სხვა სიახლეები