ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა თავისი შოუ დატოვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რამიშვილი თავად წერს.
„23 ოქტომბრიდან “იმედს” ყოველ კვირას საღამოს ახალი შოუს წამყვანი ეყოლება. გულწრფელ მადლობას გიხდით რომ მიტანდით წელიწადნახევრის განმავლობაში. მე ამჯერადაც ამპლუას ვიცვლი, თქვენ კი ამ ნიჭიერ კაცს გიტოვებთ რომელმაც უკვე დალია ჩემი ჩაი“.
შალვა რამიშვილი ილო ბეროშვილის ფოტოს აზიარებს და შოუს ახალი წამყვანი სწორედ ის იქნება.