“შესაძლებელია, ეს ტენდენციურად ჟღერს, მაგრამ მორიელი მართლაც ყველაზე გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანია” – წერს ტორი ლინი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცხოვრობენ ლოზუნგით: “იცხოვრე მხიარულად ან საერთოდ არ იცხოვრო!”.
მორიელები კეთილსინდისიერები არიან და კარგად იციან მეგობრობის ფასი.
და აი, კიდევ რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა არსებობდნენ მორიელები თქვენს ცხოვრებაში:
1. მათ იციან დროსტარების ფასი
მორიელის, ალბათ, საუკეთესო თვისება ის არის, რომ ყოველთვის მზად არის გართობისთვის. მიუხედავად გარემოებისა და განწყობისა, ის იშვიათად იტყვის უარს მეგობრებთან ერთად დროსტარებაზე. ხანდახან ეს უკიდურესობაშიც გადასდის, მაგრამ ვთვლით, რომ იმაში ცუდი არაფერია, იყო ბედნიერი და გიყვარდეს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
მით უმეტეს, რომ ქარიზმატულმა მორიელმა კარგად იცის, როგორ გაამხიარულოს არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მეგობრები და მათთან ერთად დატკბეს ცხოვრებით.
2. შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მათ
მორიელი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა და ყოველთვის მზად არის, გვერდში დაუდგეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. თუმცა, იმავეს მოითხოვს მათგანაც.
თუკი გჭირდებათ მეგობარი, ვინც კარგ რჩევას მოგცემთ და ამასთან, შეინახავს თქვენს საიდუმლოს, მაშინ იცოდეთ, რომ მორიელი – ამისთვის საუკეთესო მეგობარია. ის ყოველთვის დაგანახვებთ სიმართლეს, თუნდაც ეს სიმართლე მწარე იყოს და არასოდეს გათქვამს თქვენს საიდუმლოს.
3. სიტყვები “არ ვიცი, რამდენად გამომივა”, მათ ლექსიკონში არ არსებობს!
არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება საქმე: კარიერას თუ პირად ცხოვრებას, მორიელი ყოველთვის მონდომებით შეასრულებს და სრულყოფილებამდე მიიყვანს დაკისრებულ მოვალეობას. ის ისახავს დიად მიზნებს, ხანდახან კი თითქმის შეუსრულებელ მისიებს და ძალ-ღონეს არ იშურებს ამ მიზნების მისაღწევად.
აღიარებითა და ქებით კი მათ ვერ მოადუნებთ, პირიქით, უფრო მეტს და ახალ მიზანს დაისახავენ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რაღაცად ღირან.
დიახ, ისინი ბევრს მუშაობენ, მაგრამ მათთვის უმთავრესი გრძნობა შესრულებული მოვალეობის გრძნობაა.
4. მორიელები თავს არ მოგაბეზრებენ, რადგან აფასებენ საკუთარ თავთან, მარტოობაში გატარებულ დროს
რთული
დასაჯერებელია, მაგრამ მორიელს ხანდახან მართლაც ურჩევნია მარტო ყოფნა. ამასთან, ამის სურვილი მორიელს მოულოდნელად უჩნდება.
თუკი მორიელმა დიდხანს არ დაგირეკათ, არ გაბრაზდეთ… ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან დაგივიწყათ. უბრალოდ, ახლა მას “თვითჩაღრმავებისა და სერიალების სეზონი” აქვს.
როგორც ყველა დანარჩენს, მასაც სჭირდება “ელემენტების დატენვა”. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი რამდენიმე დღით თქვენი მორიელი მეგობარი უეცრად გაქრა თვალსაწიერიდან. მიეცით დრო საკუთარი თავისთვის და თქვენც დაიტოვეთ მარტო ყოფნის უფლება.
5. მათი გასულელება შეუძლებელია
მიუხედავად იმისა, რომ მორიელი გიჟდება ხალხმრავლობაზე, ყურადღების ცენტრში ყოფნასა და გართობაზე, ის ქარაფშუტა და სულელი სულაც არ არის. მან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს საკუთარი ინტუიცია, არის საოცრად დაკვირვებული და არასოდეს ავიწყდება თუნდაც ერთხელ ნანახი ადამიანის მანერები და ქცევები. ამიტომაც ტყუილად ნუ შეეცდებით მის გასულელებას და ნურც ქვენაგრძნობებით დაიხარჯებით მასთან, მაინც არაფერი გამოგივათ არც მასთან და არც მის უახლოეს გარემოცვასთან.
მორიელი, ყველაფერთან ერთად, საშიში შურისმაძიებელიც არის, ასე რომ, გაფრთხილდით!
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრისგან? მხოლოდ ასეთის: იყოლიეთ მორიელი სიახლოვეს. მან იცის, როგორ გაგიხალისოთ ცხოვრება, განაიარაღოს თქვენი მტრები და შეინახოს თქვენი საიდუმლოებები!
წყარო: http://www.marao.ge