მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი დღეს გაიმართება.
ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ. მატჩის წინა მოსამზადებელი შეხვედრა, იგივე – კაპიტნის თამაში, უკვე გაიმართა.
თამაშს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და სამინისტროების წარმომადგენლები დაეწრებიან.
ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა – მატჩის მიზანს წარმოადგენს.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=-D39SyCb8K0&feature=youtu.be[/youtube]