იტალიელმა ქალღმერთმა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა – მონიკა ბელუჩის საუკეთესო ფოტოსესიები მოდური ჟურნალისთვის ELLE (ფოტოკოლაჟი)
ყველა ავტორიტეტული მამაკაცთა ჟურნალის მიერ, ჩვენი დროის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელებული მონიკა ბელუჩი, სილამაზის ეტალონად 51 წლის ასაკშიც კი მიიჩნევა. კინოეკრანის იტალიური ქალღმერთი დღეს იუბილარია. პლანეტის ულამაზესი ქალის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მოდურმა ჟურნალმა ELLE მსახიობის მიერ ამ ჟურნალისთვის გადაღებული საუკეთესო ფოტოსესიების კოლაჟი გამოაქვეყნა.