გოგონა „ჰარი პოტერიდან“ ქართველების რძალი ხდება – მსახიობი ემა უოტსონი მორაგბე ჯანაშვილზე ქორწინდება (ფოტოკოლაჟი)

ბრიტანელ პრინც ჰარისთან დაშორების შემდეგ, მსახიობი ემა უოტსონი ცოლად ქართველ სპორტსმენს მიყვება. სუპერპოპულარული ფილმის „ჰარი პოტერის თავგადასავალის“ ჯადოქარ გოგონა ჰერმიონას, ინგლისში მოღვაწე ქართველი მორაგბე მეთიუ ჯანი, იგივე – მათე ჯანაშვილი შეუყვარდა. ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემები უკვე აქტიურად წერენ, უახლოეს მომავალში მათი დაქორწინების შესახებ.

წყვილი ერთმანეთს უკვე ერთ წელზე მეტია ხვდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ ემას რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, მეთიუსთან პრობლემები ჰქონდა – მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი წლის შემდეგ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და ძალიან მალე, ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველი მორაგბის მეუღლე გახდება.

images

მეთიუ ჯანი, იგივე მათე ჯანაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტის რაგბის კლუბის წევრია. წარმოშობით ქართველი სპორტსმენი 1992 წლის 23 ივლისს ინგლისში დაიბადა. რაგბის თამაში მან 6 წლის ასაკში მას შემდეგ დაიწყო, რაც რიჩმონდის საფეხბურთო კლუბში – RFC ჩაირიცხა.

ცნობლია, რომ მეთიუ ჯანის წინაპრები 1921 წელს ინგლისში გადაასახლეს.

„ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, რომ ჩვენი ოჯახი წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპიდან იყო. ის ამ თემაზე ბევრს არასოდეს ლაპარაკობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემი წარმოშობის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა და თავად დავიწყე გარკვევა თუ ვინ ვიყავი. მინდოდა, ჩემი წინაპრების შესახებ უფრო ბევრი გამეგო. მე და ჩემმა ბიძამ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ გავარკვიეთ, რომ ჩემი დიდი ბაბუა თბილისიდან იყო და მისი გვარი იყო ჯანაშვილი. ერთხელ რუსეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, მიუხედავდ იმისა, რომ ოქსფორდმა წააგო, მაინც გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მაშინ ჩემი გუნდის მწვრთნელმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ მე რუსული ფესვები მქონდა – ამით რუსები დაინტერესდნენ და ჩემი წარსული გამოიკვლიეს, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მე წარმოშობით არა რუსი, არამედ ქართველი ვარ. მას შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა საქართველოს სახელით რაგბის თამაში“ – აცხადებს მეთიუ ჯანი.

ის საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლისა და თამაშის სურვილი გამოთქვა. თუმცა, პირველ ჯერზე, საჭირო საბუთების არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს რაგბის ფედერაციამ თხოვნით მსოფლიო რაგბის ფედერაციას მიმართა, რის შემდეგაც მეთიუს ადვოკატმა ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება შეძლო და მას ქართველების გვერდით თამაშის უფლება მიენიჭა. მეთიუმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ოცნებაც აიხდინა.rs_293x473-140111114926-634.Emma-Watson-Bikini-Boyfriend-Matthew-Janney.jl.011114

რაც შეეხება მის ბრიტანელ საცოლეს, ის ყველა ტიტულთან ერთად გაეროს კეთილი ნების ელჩიცაა. 2014 წლიდან, ის ამ რეგალიით მსოფლიოს ქალთა უფლებებს იცავს. ინტერნეტგამოცემა ASKMEN-მა წელს ის „მსოფლიოს N1 ქალად“ დაასახელა.

ემა შარლოტა დიუერ უოთსონი 1990 წლის 15 აპრილს პარიზში დაიბადა. გოგონას მშობლები: დედა – ჟაკლინ ლიუსბი და მამა – კრის უოთსონი, პროფესიით ადვოკატები არიან. ცოლქმარი მაშინ გაეყარნენ ერთმანეთს, როცა ემა ჯერ კიდევ პატარა იყო. ის თავის უმცროს ძმასთან ერთად, საცხოვრებლად დედასთან დარჩა. სამი წლის ასაკში, გოგონამ განაცხადა, რომ თეატრში თამაშზე ოცნებობდა, ხოლო, 7 წლის ასაკში, მიიღო თავისი პირველი „მსახიობის პრემია“, სკოლაში დეიზი პრეტის პოეზიის, მხატვრულ კითხვაში გამართულ კონკურსში გამარჯვებისთვის. მას სპეციალური სამსახიობო განათლება არა აქვს, მაგრამ გოგონა ბავშვობაში, მუდმივად მონაწილეობდა სკოლის სპექტაკლებში.

ემას მეტსახელად, „უოთსონ – ერთი დუბლი“ შეარქვეს, რადგან ის იმდენად ნიჭიერი და დიდოსტატი იყო, რომ თავის სცენას მხოლოდ ერთი დუბლით თამაშობდა. 2008 წელს მან ლონდონში, სამსახიობო აკადემია – RADA დაამთავრა, ხოლო, 2009 წელს -გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც ათწლეულის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი. 2014 წელის მაისში, მსახიობმა ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით და ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

სამსახიობო კარიერა ბრიტანელი მწერალი ქალის – ჯოან როულინგის საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერის „Harry Potter“ ეკრანიზაციით დაიწყო. როცა ოქსფორდის სკოლაში კინოაგენტები მოვიდნენ, ბეჯით გოგონას, მასწავლებლებმა შრომა დაუფასეს და ის „Harry Potter“-ის ქასთინგებზე გაგზავნეს. ემას ილუზიები არ ჰქონია საკუთარ სამსახიობო შესაძლებლობებზე და ყველაფერი უბრალოდ მიიღო. მას ძალიან გაუხარდა პირველი ტურიდანვე რომ გადავიდა შემდეგში და გაოცებული დარჩა, როცა ხუთივე ტური დასძლია. გოგონამ დაახლოებით, 1000-მდე ისეთ კონკურენტს აჯობა, რომელთა მხრებზეც საკმაო პროფესიული გამოცდილება იდო. 9 წლის ასაკში, ფილმში „Harry Potter and the Philosopher’s Stone“, ჰერმიონა გრეინჯერის როლის განსახიერებით, ის მსოფლიოში ცნობილი სახე გახდა. ამ კინოეპოპეის გადაღებებში მონაწილეობამ მას მრავალი ჯილდო და დიდი ჰონორარი მოუტანა.Emma-Watson-Having-Vacations-With-New-Boyfriend-Matt-Janney-4

ემას აზრით, დიდებას მის ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია. იგი თავისუფალ დროს თავის მეგობრებთან და ნაცნობებთან ატარებდა. მის მიერ განსახიერებული გმირისგან განსხვავებით, ემას არ უყვარდა აკადემიური საგნები. გართული იყო სპორტით. განსაკუთრებით, ჰოკეი მოსწონდა, რომელსაც ბავშვობიდან თამაშობდა.

2009-2010 წლებში მსახიობმა თავი მოდელის რანგშიც მოსინჯა და სხვადასხვა სააგენტოებთან კონტრაქტი გააფორმა. 2015 წელს პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ემას და ბრიტანეთს სამეფო ტახტის მემკვიდრეს- პრინც ჰარის რომანი ჰქონდათ. მალე მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არ ღირს დაიჯერონ ის, რასაც მის შესახებ პრესაში სწერენ. ამჯერად კი იმის დაჯერება ნამდვილად ღირს, რომ „ჯადოსნურმა გოგონამ ჰარი პოტერიდან“, ინგლისის მომავალ მეფეს ქართველი სპორტსმენი არჩია.

კომენტარები

სხვა სიახლეები