გემრიელი შემოთავაზება – შემოიხედე www.foodpanda.ge -ზე!

კიდევ ერთი გემრიელი და მომხიბვლელი შემოთავაზება ფუდპანდასგან! შემოიხედეთ www.foodpanda.ge -ზე! ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ. რთულია გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, ასეთი შეთავაზების დროს – Pita Fresh-დან მხოლოდ 9 ლარად ძალიან გემრიელი კომბო გამოიძახებით: პიტა პოლო, მექსიკური კარტოფილი და გამაგრილებელი სასმელი – პეპსი.
პიტა პოლო – გრილზე შემწვარი ქათმის ფილე, სალათის ფოთოლი, საფირმო სოუსი ანანასით… წინ სასიამოვნო დღეები გელით….
სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე – www.foodpanda.ge – სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.
გემრიელი რეცეპტი ფუდპანდასგან – ქათამი გემრიელი სოუსით
მარტივად მოსამზადებელი ქათმის კერძის რეცეპტი, რომელსაც გემრიელი სოუსის დახმარებით საუცხოო გემო აქვს.
ინგრედიენტები: 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 4 ქათმის მკერდის ფილე 200 გრამი პომიდორი ჩერი 3 სუფრის კოვზი სოუსი პესტო (ნივრის, რეჰანის, კაკლის, პარმეზანის, ზეითუნი ზეთისა და მარილის ნაზავი) 3 სუფრის კოვზი კრემ-ფრეში (უმჯობესია ნახევრად ცხიმიანი)/ნაღები ახალი რეჰანი.
მომზადების წესი: გააცხელეთ ზეთი ტაფაზე (უმჯობესია უკრობი ზედაპირით). დადეთ ქათამი და წვით უძრავად ერთ მხარეს, სანამ საჭირო შეფერილობას არ მიიღებს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხარეც. განაგრძეთ წვა 12–15 წუთის განმავლობაში, ქათმის სრულად შეწვამდე. მოაფრქვიეთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა. შემდეგ, გაჭერით შუაზე პომიდვრები და მოათავსეთ ტაფაზე. ურიეთ ორიოდე წუთით, სანამ დარბილებას არ დაიწყებს. შეამცირეთ ტემპერტურა და სოუსის მისაღებად პესტო და კრემ ფრეში კარგად შეურიეთ ერთმანეთს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი რეჰანის ფოთლები. გემრიელია ბრინჯთან და სალათასთან ან პიურესთან და ბროკოლისთან ერთად.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 100-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები