მომღიმარი პატარა დელფინი ავსტრალიის სანაპიროებთან, ქვისლენდში შენიშნეს. წყლის ზედაპირზე ამოსული ძუძუმწოვარი თამაშის დროს დააფიქსირეს. გადაშენების პირას მყოფი ცელქი დელფინი ადგილობრივმა რეინჯერმა ემა შმიდტმა შეამჩნია და მისთვის რამდენიმე ფოტოკადრის გადაღებაც მოასწრო. მომღიმარ პატარას სახელიც შეარქვეს და დღეიდან მას ყველა „სნუბით“ მოიხსენიებს.
“ისინი ძალიან იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობიდან არიან. ასე რომ, ამ სურათების გადაღება, უბრალოდ ნამდვილი წარმატებაა,” – განაცხადა რეინჯერმა შმიდტმა.
როგორც ცნობილია, ასეთი სახეობის დელფინები ჩრდილოეთ ავსტრალიის წყლებში ბინადრობენ. იზრდებიან 1.50-დან 2.70 -სანტიმეტრამდე. ისინი სხვა სახეობებისგან მოყავისფრო რუხი და ღია თეთრი ფერების სინთეზით განსხვავდებიან. ახასიათებთ მომრგვალო თავის ფორმა, პატარა სამკუთხედის ფორმის ცხვირით.
https://www.youtube.com/watch?v=Jaa8oeKHj6s&feature=youtu.be