ამერიკელმა მღვდელმა, დერელ ბესტმა, სახანძრო მანქანა პატარა ეკლესიად გადააკეთა. ეკლესიას თავისი გვარი მისცა და „Best”-ი დაარქვა, რაც საუკეთესოს ნიშნავს.
ბორბლებზე შემდგარ ეკლესიაში ნებისმიერ წყვილს შეუძლია დაიწეროს ჯვარი. მანქანაში დამონტაჟებულია აუდიო სისტემა, რომელიც ორღანის დეკორაციას ამშვენებს. ახლადდაქორწინებულებს სწრაფად და ორიგინალურად შეუძლიათ სამარადისო სიყვარული შეჰფიცონ ერთმანეთს.
„ძალიან ბევრი ოცნებობს განსაკუთრებულ ქორწილზე“, – ამბობს მღვდელი.
საცოლე და საქმრო კი არ მიდიან ეკლესიაში, თავად ეკლესია მიდის მათთან. დერელ ბესტი ამბობს, რომ მზადაა ნებისმიერ შეყვარებულ წყვილს ეახლოს იქ, სადაც მოესურვებათ. მას შეუღლება რამდენჯერმე ბაიკერებმაც კი სთხოვეს.
მღვდელი მომსახურებში თოთოეული წყვილისგან 200 დოლარს იღებს, ყოველი გავლილი მილი კი 2 დოლარი ღირს. მისი თქმით, შეკვეთების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის.
სხვა სიახლეები