რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშებაში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ჩაერთვება. “ბორჯღალოსნები” ტონგელი “ზღვის არწივების” წინააღმდეგ ითამაშებენ. მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა “ქინგსჰოლმ სთედიუმზე” ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართა. გუნდმა 35 წუთის განმავლობაში იავრჯიშა და დღევანდელი შეხვედრისთვის ბოლო რეპეტიცია ჩაატარა.