ტუჩებთან ხელის სწრაფად ატანა ტყუილზე მეტყველებს. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი იღიმის თუ დაღვრემილია. ბევრი ცდილობს ამ ჟესტის დამალვას, რასაც უნებლიე ხველა მოსდევს. ასე რომ, ტყუილის ჟესტს ვერაფრით გაექცევი.
მე შენ მაინტერესებ
ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითის ზემოთ აწევა ნიშნავს, რომ თქვენ ეს-ესაა იმ ადამიანის ყურადღება მიიქციეთ, რომელიც გისმენთ. თუ საჩვენებელმა თითმა ლოყაზე თამაში დაიწყო ნიშნავს, რომ მოსმენილით უკმაყოფილოა და სულაც არ გეთანხმებათ.
როგორც ჩანს, მისი თქვენდამი დაინტერესება მოწყენილობაში გადაიზარდა… ამ ჟესტს ახსნა არ სჭირდება, რადგან როდესაც ადამიანი მოწყენილია, აუცილებლად შეატყობ.