ასტროლოგია, როგორც დარგი და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი პარამეცნიერება, საქართველოშიც აქტიურად იკიდებს ფეხს. რასაც ჩვენი საიტის გუნდი, ერთმნიშვნელოვნად მიესალმება. თუმცა რეალურად, ამ დარგის უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის და იმ მიზნით, რომ ადამიანებმა მკაფიოდ გაარჩიონ ასტროლოგიის და ბანალური მკითხაობის არსი, აუცილებელია ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული განათლება ასტროლოგიური კუთხით. რის საშუალებასაც გამომცემლობა “პალიტრა L” რეალურად აძლევს ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს, პროექტით სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული.
ეს არის ყველაზე საჭირო და პრაქტიკული წიგნებისგან შემდგარი სერია, რომელშიც ყოველდღიურად საჭირო ინფორმაციას და ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით.
სერიის 5 ტომი უკვე გამოსულია:
1. სიბრძნის ენციკლოპედია,
2. დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია,
3. ყველაფერი ყველაფერზე,
4. ქართული ხალხური ზღაპრები,
5. ცხოველების ენციკლოპედია.
21 სექტემბერს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად გამოდის სერიის მეექვსე ტომი მეურნის ენციკლოპედია
შემდეგი წიგნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
7. საოჯახო წიგნი,
8. ქართლის ცხოვრების ქრონიკები,
9. ვეფხისტყაოსანი.
მეათე წიგნს ირჩევს მკითხველი!
უკვე 4 თვეა მიმდინარეობს გამოკითხვა თუ რომელი წიგნი უნდა გამოიცეს სერიის მეათე ტომად.
გამოკითხვა მიმდინარეობს ჟურნალებსა და გაზეთებში არსებული, რედაქციაში გამოსაგზავნი ბლანკების მეშვეობით,
პალიტრა L-ის ფეისბუქ გვერდსა და საიტებზე.
წიგნის ფესტივალზე გამოკითხვის ბლანკების მეშვეობით და ნელ-ნელა იკვეთება ის ლიდერი წიგნები, რომელის ქართველი მკითხველის დიდ ნაწილს სურს.
გვაინტერესებს, თქვენი აზრით, ამ სერიაში მეათე წიგნად რა უნდა გამოიცეს?
ამ ეტაპზე დაიწინაურდა პროექტი “ასტროლოგია”, რის საფუძველზეც ჩვენი საიტის მკითხველებს და ყველას, ვისაც ამ დარგის მიმართ ინტერესი გააჩნია, ვთხოვთ რომ უგულშემატკივრონ პროექტის წინსვლას, რათა ასტროლოგიის მოყვარულებმა სამომავლოდ იხილონ რეალურად ინოვაციური ლიტერატურა ამ სფეროში.
წყარო: http://www.astrologi.ge