ხანდახან ყველაზე დიდი დრო მზადებისას სწორი კომბინაციის შერჩევისას მიდის. იცი რა ქვედაბოლო ჩაიცვა, მაგრამ მაისურს ვერ პოულობ ან ფეხსაცმელი, ჩანთა?! ვოგის რჩევით, თუ რამდენიმე ასპექტს გავითვალისწინებთ საქმეს გავიადვილებთ.
1. წვრილმანი დეტალიც კი შეიძლება გახდეს წარმატებული კომბინაციის გასაღები. იფიქრე იმ შთაგონების წყაროებზე (მაგ. ოლივია პალერმო ან სხვა წამყვანი სტილის გურუები), რომლებიც ახლოსაა შენს გემოვნებასთან და გახოვდეს, რომ ბალანსი მთავარია.
2. როდესაც არჩევ სამოსს, წარმოიდგინე ფერების ბორბალი, გაითვალისწინე, მათი სიმკვეთრე ერთი ჯგუფიდან იყოს და შეცდომას არასოდეს დაუშვებ.
3. ლურჯი და ნარინჯისფერი – კონტრასტული, ხოლო ერთმანეთის გვერდით მდგომი ფერები, მაგ. მწვანე და ყვითელი ასევე უხდება ერთმანეთს.
4. ასევე ერთი ფერის, მაგრამ სხვადასხვა სიმკვეთრის სამოსი ძალიან ეფექტურია.
5. კომბინაცია შეარჩიე ორი ფერით, აქედან ერთი დომინანტი, ხოლო მეორე ნეიტრალური.
6. სწორად შერჩეული სამოსის მთავარი იარაღი შეიძლება კარგად გაანალიზებული ფორმები იყოს. მაგ. თუ ფეხსაცმელი გეომეტრიული ფორმისაა, შეუსაბამე ასეთივე ჩანთა. თავისუფალ ჩაცმულობას კი, გრძელ სამხრეანი, “ბოჰო” ჩანთა უხდება.
7. რამდენიმე ნახატის ერთად მორგება ცოტა პრეტენზიული საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ ორი ნახატი ერთ ფერში იქნება გადაწყვეტილი, მაგალითად, როგორც ოლივიას ფოტოზე. რამოდენიმე ფერის შემთხვევაში, დაუმატე აქსესუარი რომელიც იმეორებს რომელიმე ნახატს, ზოლიანი ჩანთის და კაბის შემთხვევაში, მათ კი “გინგჰემის” ლაბადა ჰყოფს.
8. მოირგე ჩანთის ან ფეხსაცმლის ის ფერი, რომელიც ჩაცმულობაში მინიმალურად არის გამოყენებული და უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამით ყურადღებას იმ ფერებისკენ იქცევ , რომელიც იდიალურად ჯდება შენს ანსამბლში.
9. და ისევ – ფეხსაცმელი და აქსესუარები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. (კვლავ) ოლივია პალერმოს მაისურთან შეხამებული ფეხსაცმელი ძალიან მომგებიანია.
10. და ვუბრუნდებით საწყისებს, ხანდახან, ყველაზე პაწაწინა დეტალსაც კი ჩაცმულობა სისრულეში მოჰყავს , მკვეთრი ფრჩხილის ლაქი ან წითელ კაბასთან იდეალურად შეხამებული წითელივე ტუჩსაცხი.
წყარო: fefe.ge