გვინდა ყველაზე სასიამოვნო ფორმით შეგახსენოთ, რომ ზაფხული მალე ძალიან მოგენატრებათ. რამდენიმე დღეში შემოდგომა გარემოს სრულიად მოიცავს და ეს თქვენს გარეგნობასა და ჩაცმულობაზეც აისახება. შესაბამისად, კომფორტულ ჯინსის შორტებსაც ვადა სულ რამდენიმე დღეში გაუვა. ამიტომ, შეეცადეთ რომ დარჩენილი თბილი დღეები შესაბამის თავისუფალ ჩაცმულობაში გამოიყენოთ.
ჯინსის შორტი ქალის გარუჯულ ფეხზე, ეს იგივეა რაც პიკნიკი პარკში, სეირნობა, ან კონცერტი ღია ცის ქვეშ. მამაკაცთა ჟურნალ “GQ”-ს რედაქციამ დიდი შრომა გასწია, რათა დეტალურად გადაეხედა ლამაზი გოგონების “ინსტაგრამებისთვის” მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ისინი ჯინსის მოკლე შორტით არიან გადაღებულნი. გთავაზობთ ამ ძიების შედეგებს.